გაკვეთილი
გაკვეთილის გეგმა
ტრენერის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ინგა კახიანი,
60001007976
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი/ მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა: პროპორცია
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლეებმა გაითავისონ პროპორციის ცნების არსი;
·
განივითარონ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოხატვის,
გავრცობის და აღწერის უნარ-ჩვევები;
·
ისწავლონ პროპორციულობის გამოყენება ბუნებისმეტყველების
დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას;
·
განივითარონ საღი მსჯელობის და
აღქმის უნარი;
- განივითარონ ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობის უნარი;
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
კლასის ორგანიზება: მასწვლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას,
მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტზე წინასწავრ დაწერილი გაკვეთილის მიზანი. შეფასების ფურცელზე
ამობეჭდილი ღიმილები
|
1წთ
|
2
|
საშინაო დავალების შემოწმება. მასწავლებელი 1-2 მოსწავლეს უსვამს შეკითხვას
საშინაო დავალებიდან. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიმარტება დაფასთან
|
კითხვებზე პასუხის გაცემა
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3 წთ
|
3
|
მოთელვა, კლასის მობილიზება.
განვლილი მასალის გახსენება.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე აჩვენებს პრეზენტაციას, სადაც მოცემულია
ამოცანები პროპორციულობის ცხრილის შესახებ. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და დაასახელონ
ცხრილში შეუვსებელი უჯრის შიგთავსი.
|
კითხვებზე პასუხის გაცემა
|
მთელი კლასი
|
Power point-ში
მომზადებული პრეზენტაცია, დაფა, პროექტორი
|
8 წთ.
|
4
|
პრობლემური ამოცანა. მასწავლებელი
კლასის წინაშე სვამს პრობლემურ ამოცანას: “ ნინომ
2 კგ ვაშლი 6,6 ლარად იყიდა,
მაიამ - 4 კგ ვაშლში 13,2 ლარი გადაიხადა. რა თანხა გადაიხადა თითოეულმა
გოგონამ 1კგ ვაშლში?
იყიდეს თუ არა გოგონებმა ერთნაირ ფასად ვაშლი?“
|
|
მთელი კლასი
|
Power point-ში
მომზადებული პრეზენტაცია, დაფა, პროექტორი
|
3 წთ
|
5
|
რა არის პროპორცია
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
Power point-ში
მომზადებული პრეზენტაცია, დაფა, პროექტორი
|
4 წთ
|
6
|
დაფასთან მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სახელმძღვანელოში
მოცემულ სავარჯიშოებს
|
პრაქტიკული
|
ინდივიდუალური
|
ირინა რუხაძე-„მათემატიკა“ გვ.107
|
5 წთ
|
7
|
დამოუკიდებელი მუშაობა. მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს
აძლევს ფურცლებზე დაწერილ ამოცანას, რომელზეც ჯგუფმა უნდა იმსჯელოს და ამოხსნას.
|
პრაქტიკული. თანამშრომლობითი სწავლა.
|
ჯგუფური მუშაობა
|
დანართი1
დანართი 2
დანართი 3
|
10 წთ
|
8
|
ჯგუფების პრეზენტაცია. ჯგუფები აკეთებენ შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაციას.
|
ვერბალური
|
ჯგუფიდან ერთი
|
ფლიპჩარტი, სადაც
წარმოდგენილი
იქნება ჯგუფის
ნამუშევარი, დაფა, მარკერი
|
6 წთ
|
9
|
შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა- მასწავლებელი გაკვეთილს აჯამებს
მოსწავლეებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში.
|
|
მთელი კლასი
|
ირინა რუხაძე-„მათემატიკა“ გვ.108-109
|
3 წთ
|
10
|
შეფასება-მოსწავლეები შეფასდებიან მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
|
|
|
შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისღწევი შედეგები:
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს
ათწილადებზე გამრავლებას ზომის (სიგრძე, ფართობი, წონა, მოცულობა,
ტევადობა) მცირე
ერთეულის დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისთვის;
·
ერთმანეთთან
აკავშირებს სიგრძის, ფართობის და მოცულობის შესაბამის
ერთეულებს;
·
იყენებს
პროპორციულობას და შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგებიდან
მომდინარე ამოცანების
ამოხსნისას (ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე,
შენადნობებზე);
·
იყენებს
დროის სარტყელების შესახებ ცოდნას, დროის ერთეულებს შორის
თანაფარდობებს
და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის
პოვნისთვის (მაგალითად
პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი
თვითმფრინავის
ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის
განსხვავება
9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი ჭირდება).
მათ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა,
განვრცობა და აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მოცემული
დამოკიდებულებისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაში)
თვისობრივად და
რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი
სიდიდის ცვლილება
მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა
ატრიბუტებზე;
·
სიტყვიერად
მოცემული წესის მიხედვით ან მოცემულ ასოით გამოსახულებაში
სხვადასხვა რიცხვების
ჩასმით ავსებს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების
გამომსახველ ცხრილს;
·
განავრცობს
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს:
ცვლადის მითითებული
მნიშვნელობებისათვის პოულობს დამოკიდებული
სიდიდის გამოტოვებულ
მნიშვნელობებს.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
კრიტიკული აზროვნება
და პრობლემების გადაჭრა
●
საღი მსჯელობა და აღქმა;
●
რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების
მიღება;
●
სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების
გააზრება;
●
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა
სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
●
ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება
პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი
თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის
მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
ესმის პროპორციის არსი, შეუძლია პროპორციის ჩაწერა და წაკითხვა. ასახელებს
პროპორციის წევრებს.
|
არ ესმის პროპორციის არსი, არ შეუძლია პროპორციის ჩაწერა და წაკითხვა.
ვერ ასახელებს პროპორციის წევრებს.
|
დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს პროპორციის არსს. უჭირს პროპორციის ჩაწერა
და წაკითხვა. დამოუკიდებლად ვერ ასახელებს პროპორციის წევრებს.
|
ესმის პროპორციის არსი, მაგრამ სწირდება დახმარება მისი ჩაწერის და წაკითხვის
დროს. ხშორ შემთხვევაში სწორად ასახელებს პროპორციის წევრებს.
|
გააზრებული აქვს პროპორციის არსი; სწორად წერს და კითხულობს პროპორციას.
ზუსტად ასახელებს პროპორციის წევრებს.
|
შეუძლია პროპორციული სიდიდეების პოვნა და დასახელება
|
ვერ პოულობს და ასახელებს პროპორციულ სიდიდეებს
|
იშვიათად ახერხებს პროპორციული სიდიდეების პოვნას და დასახელებას
|
ასახელებს პროპორციულ სიდიდეებს , მაგრამ უჭირს მათი პოვნა.
|
პოულობს და ასახელებს პროპორციულ სიდიდეებს.
|
ზუსტად და ნათლად წარმოადგენს თავის ნაშრომს და დავალებას
|
ვერ წარმოადგენს თავის ნაშრომს და დავალებას
|
საკუთარ ნაშრომს და დავალებას წარმოადგენს ბუნდოვნად და გაურკვევლად.
|
საკუთარ ნაშრომს წარმოადგენს არასრულფასოვნად და ხოლო დავალებას ზუსტად.
|
სრულფასოვნად წარმოადგენს როგორც საშინაო დავალებას, ასევე დამოუკიდებელ
სამუშაოს.
|
შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლისათვის
კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
4
|
ახერხებს პროპორციის ჩაწერას და წაკითხვას
|
ვერ ახერხებს პროპორციის ჩაწერს და წაკითხვას
|
დამოუკიდებლად ვერ ახერხებს პროპორციის ჩაწერას და წაკითხვას
|
იშვიათ ახერხებს პროპორციის ჩაწერას, მაგრამ უჭირს მისი წაკითხვა
|
შეუძლია პროპორციის ჩაწერა და წაკითხვა
|
შეუძლია პროპორციის წევრების დასახელება
|
არ შეუძლია პროპორციის წევრების დასახელება
|
დამოუკიდებლად ვერ ასახელებს პროპორციის წევრებს
|
ზოგიერთ შემთხვევაში ასახელებს პროპორციის წევრებს.
|
ასახელებს პროპორციის წევრებს
|
ხელმოწერა: ინგა
კახიანი
თარიღი: 09.04.2018
წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий